თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მიწისძვრის შედეგად 80-მდე ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო და მისი ცენტრი დუზჩეს პროვინციაში მდებარეობდა.
მათივე ინფორმაციით, მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება 8 ათასი შენობის ინსპექტირებას გეგმავს.