რუსეთის „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიარებიდან რამდენიმე საათში, ევროპარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ ცნო.

„ევროპარლამენტის გუნდი მუშაობს ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრისთვის", - ამის შესახებ ევროპარლამენტის წარმომადგენლმა Twitter-ზე განაცხადა.

„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ფაქტს გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ვებგვერდმა განიცადა კიბერთავდასხმა კრემლის მხარდამჭერი ჰაკერების მიერ, მას შემდეგ, რაც ევროპულმა ინსტიტუტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.

მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სწორედ კრემლის მომხრე დაჯგუფებამ აიღო.

კიბერთავდასხმა მას შემდეგ, რამდენიმე საათში, მოხდა, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექტს კენჭი უყარა.

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ევროდეპუტატების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, საერთაშორისო კანონს არღვევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა