ვალერი ზალუჟნი - უძლურობის გამო რუსები მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვილ ბავშვებს ეომებიან

უძლურობის გამო რუსები მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებსა და ჩვილ ბავშვებს ეომებიან,- ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დღევანდელ სარაკეტო დაბომბვაზე.

“დღეს ქვეყანა-ტერორისტმა, რუსეთის ფედერაციამ ჩვენი სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა მიიტანა. მოწინააღმდეგე ომს აწარმოებს მშვიდობიან მოსახლეობასთან, თბოელექსტროსადგურებთან, სამკურნალო დაწესებულებებთან და ჩვილ ბავშვებთანაც კი”, - წერს ზალუჟნი.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 51 ფრთოსანი რაკეტა და 5 “ლანცეტის” ტიპის კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. ვალერი ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს, ისევე როგორც უკრაინის პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

“მადლობას ვუხდი პატნიორ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც ჩვენს ცას იცავენ. ევროპაში მშვიდობა პირდაპირაა დამოკიდებული უკრაინის გამძლეობასა და დაცულობაზე”, - აღნიშნა მთავარსარდალმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა