Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირში რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირში რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე ვერ შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 23 ნოემბერს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გვიან ღამემდე, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ფასის ზედა ზღვარზე, რომლითაც რუსული ნავთობით იქნება შესაძლებელი ვაჭრობა. მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება.

“ფასია პრობლემა”, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა Politico-სთან.

ევროკომისია რუსული ნავთობის ერთ ბარელზე $65-დან $70-მდე ზედა ზღვრის დაწესების იდეით გამოვიდა, რაც ახლოსაა G7-ის ქვეყნების დიაპაზონთან. Politico-ს ცნობით, ქვეყნების უმრავლესობა ამ ფასს დათანხმდა, გარდა პოლონეთისა, რომელიც გაცილებით დაბალ ზღვარს, ერთ ბარელზე $30-ს მოითხოვდა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო