ანგელა მერკელის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის უკრაინის, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის საკითხებზე.

მერკელის განცხადებით, ცდილობდა, ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკება გაემართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2021 წლის ზაფხულში, თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.

მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ.

„მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა - ”ის შემოდგომაზე მიდის”, - აღნიშნა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

კრემლში 2021 წლის აგვისტოში ვიზიტზე საუბრისას, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გააცნობიერა, მას რუს კოლეგაზე გავლენა აღარ ჰქონდა.

„განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, პუტინის შეჭრა უკრაინაში მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა