ანრი ოხანაშვილი - თუ  პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტი მოჰყვეს - ეჭვს აჩენს, რას შეიძლება შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა

თუკი პრეზიდენტი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და მეორე მხრივ, ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვეს, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმულ კითხვას.

ოხანაშვილის შეფასებით, დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, „რას შეიძლება შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს - უნდა ჰქონდეს დანიშნულება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის შესაბამისად. თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება. ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი - როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა