მამუკა ხაზარაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები უბრუნდება, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ასე შემდეგ, ვერც პირადად მე და ვერც ჩვენი პარტია მათთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი რეაქციული ძალები დაუბრუნდებიან, „როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ა.შ.“, ვერც პირადად ის და ვერც „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას ვეღარ დაინახავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ხაზარაძემ მცირე კომენტარი მედიასთან გააკეთა.

„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის