ლადო ბოჟაძე - ოპოზიციის შეფასებით, უღიმღამო ბიუჯეტი ჰქონია თბილისს - „ღიმღამიანი“ რომელია?

ოპოზიციის შეფასებით, უღიმღამო ბიუჯეტი ჰქონია თბილისს. „ღიმღამიანი“ რომელია? - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია ოპოზიციის შეფასებები, რომ თბილისის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, მაშინ, როცა საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით.

„დღეს მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ბიუჯეტის განხილვა დაიწყო საკრებულოში. შეგიძლიათ თბილისელებს გააგებინოთ, 2023 წლის ბიუჯეტი 2022-თან შედარებით გაიზარდა თუ შემცირდა? მილიარდნახევრიან ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, რომელმაც 2023 წელს უნდა შეცვალოს უამრავი თბილისელის ცხოვრება. შეგიძლიათ მითხრათ, რომელი პროგრამაა თქვენთვის მიუღებელი და რომელია მისაღები? ოპოზიციისგან რას ვისმენთ? - საქართველოს, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, თურმე გაუმჭვირვალე ბიუჯეტი ჰქონია. მეტსაც გეტყვით, უღიმღამო ბიუჯეტი ჰქონია თბილისს. „ღიმღამიანი რომელია? მართლა მაინტერესებს, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებების შემდეგ, დაინახეთ რამე კარგი 2022 ან 2023 წლის ბიუჯეტში, თუ ისევ ისე ბნელა, როგორც 2012 წლამდე ბნელოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის პირობებში?“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო