პროკურორის განცხადებით, „ფულის გათეთრების“ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნოს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნოს. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განუცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი გაიმართა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს და მსჯავრდებული პირები უნდა სცნოს დამნაშავედ სსკ-ის 194-ე მუხლით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

როგორც მოგეხსენებათ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება გაიზიარა, ფაქტები დადგენილად მიიჩნია, თუმცა არასწორი შეფასება მისცა ქმედებას კვალიფიკაციის ნაწილში. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ეს კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და დამნაშავედ უნდა ცნონ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. ჩვენ ვასაჩივრებთ განაჩენს”, - აცხადებს არჩილ ტყეშელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა