დავით მათიკაშვილი - როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე განაჩენი დამდგარი არ არის, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს

პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციას კი წარმოადგენს, მაგრამ ამას შინაარსი და დასაბუთება აუცილებლად სჭირდება - როდესაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება გრძელდება და განაჩენი დამდგარი არ არის, პრეზიდენტის მიერ ასეთი დისკრეციული უფლების გამოყენება, მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ათასობით ადამიანი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი იყო და “ამ რეჟიმის სასტიკი და მსახრავი ხელი ათასობით ადამიანმა განიცადა“.

მათიკაშვილის აზრით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, პროტესტის მონაწილეები სწორედ ეს ადამიანები გახდნენ.

„პრეზიდენტს საკუთარი დისკრეცია გააჩნია. ამასთან, არსებობს სასამართლო ხელისუფლება, რომელთანაც პრეზიდენტის უფლებამოსილება ვერანაირად ვერ იკვეთება. როცა საქმე ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობას ეხება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ექიმების დასკვნაა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სასჯელაღსრულებიდან გაყვანა-არგაყვანის საკითხი კანონით წყდება - ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო კანონზე დაყრდნობით იღებს. პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეციის განხორციელების თაობაზე თქვა - “არა და არასდროს“. თუკი ის ამ დისკრეციას გამოიყენებს, რანაირად იქნება რელევანტური მართლმსაჯულების კუთხით, ეს ცალკე საკითხია. შესაძლებელია აქ კითხვის ნიშანი დაისვას, რადგან არსებობს შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები. ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაშია მხილებული“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით