დეტექტივ ერიკ წურწუმიას, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრალდებული დეტექტივი, ერიკ წურწუმია, რომლის საპოლიციო ღონისძიებასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წურწუმიას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჩახნაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, ერიკ წურწუმია დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა. წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს