ოპოზიციონერი დეპუტატები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან და პარლამენტს მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ

პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდებიან და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტება ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სტანდარტებს შეუსაბამონ.

ამ თემაზე განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელსაც უერთდებიან დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

“ჩვენ, ქალი დეპუტატები ვუერთდებით კამპანიას და მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია, რომ მრავაწლიანი მუშაობის შემდეგაც, შემაშფოთებელი რეალობის წინაშე ვდგავართ - გვაქვს ფემიციდის შემაძრწუნებელი შემთხვევები, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონონიკური ძალადობის ასობით შემთხვევა და ჯერ კიდევ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური რანგის დონეზე დაყენებული საკითხი ფემიციდთან ბრძოლის ნაწილში.

მიგვაჩნია, რომ ფემიციდთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების მუშაობა არაა საკმარისი. მათი მუშაობაც წყალში იყრება, როდესაც საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა.

მოვუწოდებთ მამაკაც პოლიტიკოსებს, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის როლიც იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის წინაშე - 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და მისი უმძიმესი ფორმა - გაუპატიურება საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სისტემა წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ ცივილიზებული, სამართლიანი და სათანადო განმარტება იყოს ამ დანაშაულის კანონში შემოტანილი. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგას ეს ნაბიჯი”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო