ხატია დეკანოიძე - 12 პუნქტის შესასრულებლად დეპოლარიზაციის და მედიათავისუფლების მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების ბერკეტია ასამოქმედებელი

12 პუნქტის შესასრულებლად ორი მიმართულებით - დეპოლარიზაცია და მედიათავისუფლება, საქართველოს პრეზიდენტის ბერკეტი გამოსაყენებელი და ასამოქმედებელია,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც დეპოლარიზაციის, ისე მედიათავისუფლების მიმართულებით, პრეზიდენტმა შეწყალების მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

“მე არ ვსაუბრობ პრეზიდენტის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, პერსონალურ ან პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეწყალება, როგორც ერთ-ერთი კონსტიტუციური მანდატი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეიძლება აღნიშნული ორი მიმართულებით იყოს გამოყენებული. მწამს, რომ დეპოლარიზაცია შესაძლებელია, თუ მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი მოხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამ საკითხის და ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ გვექნება შანსი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მოვაახლოოთ. ამიტომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტს პოზიციაზე სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - “არა და არასდროს” -დეკანოიძე ამბობს, რომ “ნებისმიერი დათქმის გვერდით ავლა შეიძლება, როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს და ევროპულ პერსპექტივას ეხება”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო