ანა ნაცვლიშვილი - ჩვენი მიზანი არ არის, რომ ომბუდსმენის პოსტზე ვიღაც აირჩეს - მიზანია, ისეთი ადამიანის არჩევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადაადგმევინებს

ჩვენი მიზანი არ არის, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ვიღაც აირჩეს - მიზანია, ისეთი ადამიანის, ისეთი პროცესით არჩევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადაადგმევინებს, - ეს განცხადება პარლამენტში გამართული კონსულტაციების დასრულებისას “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველის არჩევა პოლიტიკური შეთანხმების პროცესია, რადგან არცერთ პარტიას არა აქვს საკმარისი ხმა, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს.

“ამიტომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეთანხმება არის საჭირო და გარდაუვალი. ჩვენ, “ლელო“ მოწოდებული ვართ იმისკენ, რომ პროცესი არ ჩავარდეს და საქართველომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ეს ნაწილი შეასრულოს, რომელიც ეხება არა მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევას, არამედ შეთანხებით ღირსეული კანდიდატის არჩევას - რეკომენდაცია არის სწორედ ეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და პროცესში მონაწილეობას ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ. გვინდა, შეთანხმება იყოს მიღწევადი ღირსეულ, კომპეტენტურ და კეთილსინდისიერ ადამიანზე. თუ მმართველი ძალა ამისკენ იქნება განწყობილი, ქვეყანა მხოლოდ მოიგებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მოლაპარაკებებზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია კომპრომისისთვის მზაობასა და ამ თემაზე კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, კონკრეტულ კანდიდატებზე, ვინც შეიძლება პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე აირჩიოს, დღეს საუბარი არ ყოფილა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო