გიორგი ბადრიძე - ერთია, რა წერია რიში სუნაკის წერილში და მეორეა, რა არის ამის უკან - ერთ-ერთი მიზანი ამ დაშაქრული წერილების ის არის, რომ ქვეყანასთან ბოლომდე არ ჩატეხონ ხიდები

ერთ-ერთი მიზანი ამ დაშაქრული წერილების არის ის, რომ ბოლომდე არ ჩატეხონ ხიდები ჩვენს ქვეყანასთან, - ასე ეხმაურება „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, გიორგი ბადრიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს „პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა“.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ გიორგი ბადრიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელ პარტნიორებს არანაირი ილუზიები აღარ დარჩათ.

„ერთია, რა წერია რიში სუნაკის წერილში და მეორეა, რა არის ამის უკან და მესამე, რაც არ უნდა ეწეროს, ბრიტანეთში ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული ვითარება. ერთ-ერთი მიზანი ამ დაშაქრული წერილებისა არის ის, რომ ბოლომდე არ ჩატეხონ ხიდები ჩვენს ქვეყანასთან და არის დამოკიდებულების ერთგვარი ევოლუცია. ხელისუფლების მიმართ მათ არანაირი ილუზიები აღარ დარჩათ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი კიდევ უკან მოსაბრუნებელ გზას უტოვებენ ჩვენს ხელისუფლებას ის არის, რომ ისინი თვლიან, 30 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას ძალიან მტკიცედ აქვს გამოხატული საითკენ უნდა რომ მათი სახელმწიფო მოძრაობდეს და მეორე- თვითონ ამ სახელმწიფოებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური ინვესტიცია აქვთ ჩადებული ჩვენს ქვეყანაში და „კარგი, რადგან არ გინდათ, იყავით რუსეთთან“, - ამას არ გვეუბნებიან. ამას არ გვეუბნებიან მათ შორის ჩვენივე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო