გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს

გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ.

კულებას ცნობით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული.

“გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, - წერს კულება.

მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა “ტვიტერის” პირად გვერდზე ეს ინფორმაცია დაადასტურა.

“სისტემური შიმშილის შედეგად მილიონობით უკრაინელი გარდაიცვალა. მადლობა, დმიტრო კულება, იმისთვის, რომ მოგვიწოდეთ დავარქვათ ამ დანაშაულს მისი ახლანდელი სახელი: გენოციდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა ამას გერმანულ ბუნდესტაგში”, - წერს ბერბოკი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა