ლევან გოგიჩაიშვილი - დღევანდელ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური განსხვავება არ არის, ტოლობის ნიშანს ვსვამ

დღევანდელ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მორალური განსხვავება არ არის, ტოლობის ნიშანს ვსვამ - წალეკვის დიდი პერსპექტივა რჩება, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „წალეკვის“ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ და ყველა უნდა გაწიონ გვერდით, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან.

„მესამე ძალის კი არა წალეკვის დიდი პერსპექტივა რჩება. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს დრო მოიტანს. ეს გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მიიღონ. ორ არჩევანზეა საუბარი - ერთი არჩევანს „ქართულ ოცნებაზე“, მეორე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აკეთებს. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ამ არჩევანით ისინი ხმას გარკვეული ერთი მუჭა ადამიანების დაუმთავრებელ კეთილდღეობას აძლევენ და გვერდით დებენ საკუთარ პერსპექტივას. ამ პერსპექტივის არქონას მოჰყვება ხოლმე ემიგრაცია, სიდუხჭირე, სოციალური პრობლემები... ნებისმიერი ნეგატივი, ზუსტად იმ არჩევანიდან გამომდინარეობს, რასაც ეს ადამიანები საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე 4 წელიწადში ერთხელ აკეთებენ“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მისივე განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოჩენა „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მისაღებია.

„ძალიან მისაღებია, იმიტომ რომ ალბათ, ყველაზე ოდიოზური ფიგურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაინც ვანო მერაბიშვილია“, - აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო