ბექა დავითულიანი - ჯერ უნდა გავარკვიოთ უკრაინას რატომ არ აძლევს ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტზე დასკვნას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს კანონი საერთოდ არ ვარგა

ჩვენი პანაცეა კი არ არის დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, პირადად მე მგონია, რომ ეს არის სულელური კანონი, რომელიც არის მკვდრადშობილი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ვენეციის კომისია უკრაინაზე ვერ დაწერს კარგს და საქართველოზე ცუდ დასკვნას, რადგან ერთი და იგივე კანონზეა საუბარი.

„უკრაინას კანონპროექტი ვენეციის კომისიაში თითქმის ერთი წელია გაგზავნილი აქვს და დასკვნა არ მოსვლია. ჩვენ რომ გავუგზავნოთ და ერთი წელი პასუხი არ მოგვივიდეს, 1 წელი კანონი არ მივიღოთ? ჯერ უნდა გავარკვიოთ უკრაინას რატომ არ აძლევენ დასკვნას. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს კანონი საერთოდ არ ვარგა. ჩვენ ველოდებით გარკვევას, რატომ არ აძლევს ვენეციის კომისია უკრაინას დასკვნას.

რომ მოვიკითხეთ, რატომ არ ეძლევა უკრაინას დასკვნა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამაზე ვმუშაობთო. უკრაინის ხელისუფლების უახლოესმა ქართველმა პარტნიორებმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ „უკრაინამ იცის, რომ კანონი უკან უბრუნდება“. ამერიკის ელჩმა გვითხრა, რომ უკრაინამ კანონპროექტი უკან გაიწვია. სიმართლე სად არის, ხომ უნდა გავერკვეთ?

ჩვენი პანაცეა კი არ არის ამ კანონის მიღება. მე პირადად მგონია, რომ ეს არის სულელური კანონი, რომელიც არის მკვდრადშობილი. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვიღებთ, რომ ეს ევროკავშირმა დაგვავალა. მგონია, რომ უკრაინას ეს კანონი იმიტომ შესთავაზეს, რომ ხელისუფლებას გაამყარებდა და საქართველოში იგივეს გაკეთება ვიღაცებს არ უნდათ“,- განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, თუ რატომ მონაწილეობს 90 დეპუტატი „სულელური კანონის“ მიღებაში, დავითულიანი პასუხობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ უფრო ღირებულია კანდიდატის სტატუსი.

„რა ვქნათ? რეკომენდაციაა და გვიწევს გათვალისწინება. ვთვლი, რომ უკრაინას ნამდვილად ჰქონდა ოლიგარქების პრობლემა, ასეთი კანონი სჭირდებოდა, რაც შეეხება საქართველოს ეს კანონი საქართველოსთვის საერთოდ არ არის აქტუალური. უბრალოდ რეკომენდაციაა და ვაკეთებთ“, - აღნიშნა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო