ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ლიდერის როლი თავს განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იჩენს

უკრაინის ლიდერობა თავს განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში იჩენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“დღეს სასურსათო უსაფრთხოებაზე პირველი საერთაშორისო სამიტი ჩავატარეთ. უკრაინელებმა გენოციდი გამოიარეს და დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ რუსეთის ახალი გენოციდური პოლიტიკა გავაჩეროთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სამიტს 20-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და “მარცვლეული უკრაინიდან” ინიციატივისთვის უკვე თითქმის 150 მილიონი აშშ დოლარია აკუმულირებული, რის შემდეგაც უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 60-მდე გემი აფრიკისა და აზიის უღარიბეს ქვეყნებში გაიგზავნება.

“ჩვენ არა მხოლოდვ ვებრძვით აგრესიას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით სისტემას, რომელიც შეაჩერებს აგრესიას, მისი შედეგების დემონტირებას მოახდენს და უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას - უსაფრთხოებას უკრაინის, მთელი ევროპის და მსოფლიოს. სასურსათო უსაფრთხოება გლობალური სტაბილურობის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ესაა ის, რაშიც უკრაინის ლიდერის როლი ყველაზე აშკარად იჩენს თავს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო