ბელგიის პრემიერის განცხადებით, უკრაინას დაახლოებით 37,4 მილიონი ევროთი დაეხმარებიან

ბელგიის პრემიერის განცხადებით, უკრაინას დაახლოებით 37,4 მილიონი ევროთი დაეხმარებიან

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აჯა ლაბიბთან ერთად, უკრაინაში ვიზიტს განაგრძობს.

ვიზიტისას ბელგიის პრემიერმა უკრაინისთვის დაახლოებით 37,4 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შესახებ განაცხადა.

დე კროო უკრაინის სხვადასხვა ნაწილს, მათ შორის ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდა.