ამერიკელი დიპლომატი - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი რუს კოლეგას ბირთვული რისკების მართვის მიზნით შეხვდა

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აქვთ ბირთვული რისკების მართვის გზები სადაზვერვო სააგენტოებს შორის მოლაპარაკებების გზით, - ამის შესახებ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი.

”შეერთებულ შტატებს რისკების მართვისთვის, განსაკუთრებით ბირთვული რისკების, რუსეთის ფედერაციასთან არხები აქვს, და ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი”, - აღნიშნა რუდმა.

მისი თქმით, უილიამ ბერნსს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ განუხილავს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთში შეხვდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა