ნინო კვიტაიშვილი - როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემაა ის, ვინ უკეთ იცის ინგლისური, ვინ აკმაყოფილებს B2 დონეს?! რა თქმა უნდა, არა - ბევრი რამ გამოჩნდება კამპანიის ფარგლებში, რომელიც შეიძლება 4 კვირა გაგრძელდეს

არ მინდა, რომ ვიღაც ვიღაცის უკან იდგეს, ე.წ. გარე ძალები, თუნდაც კეთილის მსურველი იყოს, მართავდეს და აყენებდეს კონკრეტულ კანდიდატს, რომ მისგან მართული იყოს - როგორ ფიქრობთ, ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, ვინ უკეთ იცის ინგლისური, ვინ აკმაყოფილებს B2 დონეს?! რა თქმა უნდა, არა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნებზე ისაუბრა.

როგორც ნინო კვიტაიშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყება კანდიდატების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ.

„ამ ვითარებიდან გამომდინარე, დაზუსტებით ვიცით სამი კანდიდატის შესახებ, მეოთხე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე კითხვის ნიშნებია. ჯერ რეგისტრაცია არცერთ კანდიდატს არ გაუვლია. სამუშაო ჯგუფის შემდეგ, პოლიტიკური საბჭო დააწესებს რეგისტრაციის კონკრეტულ ვადებს. იქ გამოჩნდება ვინ დარეგისტრირდება.

რაც შეეხება საუბრებს, ვინ ვის უკან დგას, ვერ ავყვები ჭორებს. ლევან ხაბეიშვილმა კონკრეტულ პირებზე განაცხადა, რომ დიახ, მისი მხარდამჭერები არიან. რაც შეეხება ახალაიების ეპიზოდს, სადმე წაგიკითხავთ მათი განცხადება რაიმე სახით ჩართულობაზე? ან მელიას გუნდის რომელიმე წევრის დადასტურება? ჩვენ ამ შემთხვევაში გვინახავს ვანო მერაბიშვილის მიერ გაზიარებული პოსტი ლევანთან დაკავშირებული, ან, ლევანის განცხადება, თავად, რომ დიახ, შეუძლია თანამშრომლობა. მსგავსი არაფერი მინახავს მელიასთან დაკავშირებით.

მარგინალიზაცია ძალიან ბევრ მითს და სიცრუეს რომ დაეფუძნა, ეს ვიცით. ჩვენ წარსულზე არ ვსაუბრობთ. მე არ მინდა, რომ ვიღაც ვიღაცის უკან იდგეს, ე.წ. გარე ძალები, თუნდაც ეს კეთილის მსურველი იყოს, მართავდეს და აყენებდეს კონკრეტულ კანდიდატს, რომ მისგან მართული იყოს. რომელ გვარსაც არ უნდა ეხებოდეს, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს არის, თუ არა, კამპანიის დროს გამოჩნდება. სავარაუდოდ, ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება კამპანიის ფარგლებში, რომელიც შეიძლება 4 კვირა გაგრძელდეს, ბევრი რამ გაცხადდება კანდიდატების მხრიდან. რაც შეეხება იმ ფაქტორს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთვება, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს პარტიაშიც და პარტიიდან გასულიც, რომელსაც განათლებაც აქვს, რესპექტაბელურია და „დავარცხნილი“. როგორ ფიქრობთ, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, ვინ უკეთ იცის ინგლისური, ვინ აკმაყოფილებს B2 დონეს?! რა თქმა უნდა, არა. ჩემთვის, პარტიის თავმჯდომარე აღიქმება პარტიის ორგანულ ნაწილად, რომელსაც აქვს უცვლელი გარკვეული პოზიცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს ნინო კვიტაიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო