პრემიერ-მინისტრი - საგანგაშო რამ მოვისმინე: პსპ-ს აფთიაქში გამყიდველი ეუბნება მყიდველს: „რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო თურქული?“ - თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება

საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე, რომ პსპ- ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი - დავალებაა ასეთი, რომ გამყიდველი ეუბნება მყიდველს: „რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო თურქული?“ თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება,- ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკუთხზე. ეს რეფორმა დავიწყეთ იანვარში. ჩემი ინიციატივით გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ვთქვით, რომ ხარისხიანი, „ჯიემპის“ სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი ღიად აკრიტიკებდა ამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 200 მილიონს ლარს დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა წელიწადში ამ რეფორმის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ და მინდა პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - პსპ, რომ თითქოს პსპ-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ვიცი, რომ დავალებაა ეს (ასეთი ინფორმაცია არსებობს, რასაც რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება). კერძოდ, გამყიდველი ეუბნება - რომელი გნებავთ, ხარისხიანი და ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის მტრობა, როგორ შეიძლება ასეთი უმსგავსობა, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანო. პენსიონერი და სხვა ბევრი გაჭირვებული ყიდულობს წამალს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინც შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, ამაზე მქონდა საუბარი ზურა აზარაშვილთან და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და ეს მათთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მთავარი ვალდებულება ჩვენი, ყველას მინდა შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას, არის ხალხზე ზრუნვა. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ახლა პარლამენტში გვაქვს შეტანილი ახალი კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, მოსახლეობა დიდ თანხებს დაზოგავს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო