ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, ყველასთვის ნათელი იქნებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველასთვის ხელშესახებად ნათელი იქნებოდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასამართლოში მისვლის კონსტიტუციური უფლება არ მისცა.

"ცალსახად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რაშიც დარწმუნებულია სამედიცინო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ვისაც ჰქონდა საშუალება მასთან შესვლის, იმ ადამიანების სიმართლეში დარწმუნდეს მთელი საზოგადოება, ვინც დასკვნა დაწერა, იმ პოლიტიკოსების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრების სიტყვებში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დროდადრო შევიდნენ და ინფორმაცია გამოიტანონ და მერე თქვენ გაგიზიარონ და თქვან ის, რასაც რეალურად ხედავენ. ამ დროს, პარალელურად, „ქართული ოცნების" პროპაგანდა ყოველთვის საპირისპიროს ადასტურებს. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოსვლის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ყველასთვის იქნებოდა ხელშესახებად ნათელი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ივანიშვილის ბოროტი სისტემის მიერ არის დანგრეული და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არ მისცეს ლეგიტიმური, კონსტიტუციური უფლება, მოსულიყო სააკაშვილის დღეს სასამართლო დარბაზში. უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ანუ, საზღვარგარეთ მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და შეუძლებელია, თვალი არ გაუსწოროს რეალობას ყველაზე ბოროტმა სისტემამ. თუ უგულებელყოფს რეალობას, უმძიმეს რეალობას სასამართლო, იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, იგივე არაფორმალური მმართველობა, ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო