ლევან ხაბეიშვილი - სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ჩემი კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე, მოგონილი ტყუილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა რაიმე სახით შეიძლება იქნას მოხსნილი, სპეკულაცია და მდარე მოგონილი ტყუილი უწოდა.

"ყოველგვარი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე მოგონილი ტყუილი, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარეობაზე შესაძლო კანდიდატურის დაყენებას - როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნები შიდაპარტიულია, თუმცა მისი მხრიდან კანდიდატურის დაყენებაში პრობლემას ვერ ხედავს.

"მე ამ ადამიანს, მის ნიჭსა და გონიერებას პატივს ვცემ, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნები შიდაპარტიული არჩევნებია და არა გარე არჩევნები, თუმცა, მას თუ პოლიტსაბჭოში მომხრეები ეყოლება, ვინც მის კანდიდატურას დააყენებენ, მე პრობლემას ვერ ვხედავ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო