ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა რუსთავის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების, გენდერული სტერეოტიპების, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის თაობაზე.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ ფემიციდთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული.

მოსახლეობასთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, მათზე რეაგირების გზები და ბარიერები, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო