Reuters - რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ

რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ. ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პუბლიკაციას აქვეყნებს.

„ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გაწვევის პროცესი დაასრულა, მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად, მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, აცხადებენ, რომ ისინი სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ“, - წერს მედიასაშუალება.

„როიტერსის“ ცნობითვე, რუსეთმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, გაწვევა 21 სექტემბერს გამოაცხადა, რის გამოც ასობით ათასი მამაკაცი, ფრონტზე გაგზავნისგან თავის ასარიდებლად, ისეთი ქვეყნებისკენ გაემართა, როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ წელს, საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი გაიქცა.

„როიტერსი“ დასძენს, რომ რუსების შემოდინებამ ქვეყანაში როგორც ეკონომიკური ბუმი, ისე მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია, სადაც ანტირუსული განწყობებია გავრცელებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა