აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის წესები კანონმდებლობით განისაზღვრება

„მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდება, რომლის მიხედვითაც შემოდის „მედია მომსახურებების" ცნება, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს, რადიო მაუწყებლობას და აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტით განსაზღვრული წესები ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.

მათი ინფორმაციით, სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შემოღება.

„ეს კანონი არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის მიმართული მედიაში ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელების და ტერორიზმისაკენ მოწოდების შეზღუდვისაკენ.

ძირითადი ცვლილება, რაც პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა ისაა, რომ კანონის გარკვეული მუხლების აღსრულება გადაიდო 2023 წლის 1 ივლისამდე და ეს გულისხმობს იმას, რომ მარეგულირებელი კომისია ამ პერიოდის განმავლობაში მედიასაშუალებებზე ჯარიმებს არ დააწესებს, ამ პერიოდში მედიასაშულებები შეძლებენ, რომ შეეგუონ კანონის ახალ მოთხოვნებს და თვითონვე გააკონტროლონ მედიაში ზიზღისა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი ევროკომისიაშია გაგზავნილი, აღნიშნული ცვლილებების ევროპულ დირექტივასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ასევე, მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის დროულად მიღება „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამის ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ოდიშარია და ქეთევან დუმბაძე.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები.

განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს უფრაქციო პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას მიერ წარდგენილ ალტერნატიული წინადადებაზე, რომელსაც კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა