ნორვეგიაში რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა

ნორვეგიაში, დრონების უკანონო გამოყენების გამო, რუსეთის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს ნორვეგიის ელჩი გამოიძახა.

“აღინიშნა, რომ რუსების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურად მოტივირებული იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმასჯულების პრინციპებთან“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელმა სამართალდამცველებმა რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რუსეთ-ნორვეგიის საზღვართან დრონების გამოყენებისთვის ან საიდუმლო ობიექტების ფოტოების გადაღებისთვის დააკავა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა