იენს სტოლტენბერგის განცხადებით,  რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას გააგრძელებს, რადგან ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ზამთარი ომის იარაღად გამოიყენოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას გააგრძელებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის გაკეთება, მაშინ, როცა ზამთარი დგება, აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ, ზამთარი, როგორც ომის იარაღი, ისე გამოიყენოს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს გეგმავს მისი ქვეყნის წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო