მედია -კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა

კრემლი მიესალმება ვატიკანის შეთავაზებას, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფის შესახებ, მაგრამ რუსეთში აცხადებენ, რომ კიევის პოზიცია ამას შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამგვარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ დე ფაქტო და დე იურე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შეიქმნა უკრაინაში, ასეთი პლატფორმა ვერ იქნება მოთხოვნადი“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ 10 დღის წინ დაადასტურა, რომ ვატიკანი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს შუამავლობისთვის და დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის.

რუსეთის მიერ უკრაინაში 9 თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული ომის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, ისრაელი და ჩინეთი მოიაზრებოდნენ კონფლიქტში პოტენციურ შუამავლებად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა