ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებას აანონსებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

„დღეს, კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები. როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე ცხადია, ყველას დარჩება ობიექტური შთაბეჭდილება, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი, ამიტომ არის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავთ გადამალული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, თითქოს თეთრი ხალათი არ გაუხდიათ ამ წლების განმავლობაში, აკეთებენ განცხადებებს და არიან სპეკულაციებით დაკავებული. სხვა რამეს ამბობს ცივიზილიზებული სამყარო, სხვა რამეს ამბობენ ექსპერტები და ექიმები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, არცერთი წუთი არ არის დასაკარგი და არცერთი დღე არის გადასადები იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის იბრძოლონ.

„სწორედ ამიტომ, მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად, ვაპირებ, შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვთხოვოთ მთავარი რამ, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა