რიში სუნაკი - გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის „ოქროს ხანა“ დასრულებულია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობის ეგრეთ წოდებული „ოქროს ხანა“ დასრულდა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთმა ახლა მეოცნებე ფიქრები კონკურენტების მიმართ მტკიცე პრაგმატიზმით უნდა ჩაანაცვლოს.

რიში სუნაკი ჩინეთში BBC-ის ჟურნალისტის დაკავებასაც გამოეხმაურა, რომელიც შანხაიში მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა და აღნიშნა, რომ ჩინეთმა „არჩია დარბევა, მათ შორის BBC-ის ჟურნალისტზე თავდასხმით“.

”ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს. გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას“, -აღნიშნა სუნაკმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია მსოფლიო საკითხებში ჩინეთის მნიშვნელობის უგულვებელყოფა.

„არ შეიძლება, უბრალოდ უგულებელვყოთ ჩინეთის მნიშვნელობა მსოფლიო საქმეებში - გლობალური ეკონომიკური სტაბილურობისთვის ან ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება", - აღნიშნა სუნაკმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო იმუშავებს მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ერთად, რათა მართოს ეს გამწვავებული კონკურენცია, მათ შორის დიპლომატიითა და ჩართულობით.

„ეს ნიშნავს ჩვენს კონკურენტებთან დაპირისპირებას არა გრანდიოზული რიტორიკით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა