მედია - ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ

ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-სთან მატჩის წინ „არასათანადოდ მოიქცევიან“, - ინფორმაციას BBC-ი თამაშების უსაფრთხოებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთლებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს „ძალადობა და წამება“ ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს შეურთდებიან.

ირანელმა ფეხბურთელებმა პარასკევს, უელსის წინააღმდეგ თამაშის დროს ჰიმნი შეასრულეს. აშშ-სა და ირანს შორის მატჩი კი დღესაა დაგეგმილი.

.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება