ბუქარესტში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

დღეს და ხვალ ბუქარესტში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორების - ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის გზებს.

„აქ, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეხვედრაზე მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო