არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - „პოლიტიკური წარღვნა“, „ცხელი შემოდგომა“ და ხატოვანი ტერმინები, რასაც პოლიტიკაში იყენებენ, გაცვდა - ჩვენ არ გვაქვს დრო, მათ ლიტერატურულ გემოვნებაზე ვიდავოთ, საქმე გვაქვს გასაკეთებელი

„პოლიტიკური წარღვნა“, „ცხელი შემოდგომა“ და ხატოვანი ტერმინები, რასაც ესენი იყენებენ პოლიტიკაში, გაცვდა და ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ მათ ლიტერატურულ გემოვნებაზე ვიდავოთ, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები დრო უნდა დაუთმონ.

„ბიუჯეტი გვაქვს მისაღები და მომავალ წელს საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო სწრაფი განვითარება, კიდევ უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ამას გავაკეთებთ. საქართველოს სჭირდება მეტი პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, ამიტომ ნაკლები დრო დავუთმოთ "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა თალაკვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას მამუკა ხაზარაძის და ნიკა მელიას გარიგების თაობაზე. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს რომ თავის პარტია დახლზე აქვთ გამოტანილი, ნაწილ -ნაწილ გასაყიდად და გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს, ეს არახალია."

"თუ ვინ ვის უკან დგას, ვინ რაში იხდის ფულს, ეჭვი მაქვს, ამაზე ბევრ ამბავს მოვისმენთ უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ე.წ. შიდა პერფორმანსი - არჩევნები ჩატარდება "ნაციონალურ მოძრაობაში,"- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო