რატი ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ბერკეტი ნებისმიერი მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადასაყვანად

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უწყებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში არ შეუძლია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მეტი ჰუმანური შეთავაზების გაკეთება, რაც ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანაა.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, ფიზიკურად სხვა არავითარი ბერკეტი არ არსებობს.

„იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ბერკეტი ნებისმიერი მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადასაყვანად. ამისთვის სასჯელი ან გადავადებული უნდა იყოს, ან პირი სასჯელისგან უნდა იყოს გათავისუფლებული, ან უკვე მოხდილი უნდა ჰქონდეს თავიდან ბოლომდე სასჯელი, იყოს თავისუფალი ადამიანი. ბუნებრივია, შემდეგ შეუძლია გადაადგილდეს, სადაც უნდა და როცა უნდა. ამ სიტუაციიდან და იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელსაც სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის გამო გრძნობს, ჩვენ ვაკეთებთ შეთავაზებას და მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს. ვფიქრობ, ამაზე მეტი ჰუმანური შეთავაზების გაკეთება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არის შეუძლებელი, სხვა უბრალოდ ფიზიკურად არავითარი ბერკეტი არ არსებობს. თუკი ვთავაზობთ იგივეს, ამ შემთხვევაში გარემო იქნება სხვა თუ ჰაერი, ამაზე ჩვენ რაიმე სახის კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან ბრეგაძემ უპასუხა კითხვას, პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ბრეგაძის თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია არ აქვთ.

„ამ ეტაპზე კონკრეტული სახის ინფორმაცია, თუ როდის მოხდება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ გვაქვს. გუშინ, მას ტრანსპორტირებაზე რეკომენდაცია არ გაუწიეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო