ბექა დავითულიანი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დიდი კამპანიის მეექვსე სეზონია - მინიმუმ ათი სერია აქვს ხოლმე

მინიმუმ ათი სერია აქვს ხოლმე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დიდი კამპანიის დაახლოებით მეექვსე სეზონია - რეალური პრობლემა თუ აქვს, მიხედავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ პატიმრის საზღვარგარეთ მკურნალობა შეუძლებელია და ამიტომ მას უცხოეთიდან შესთავაზეს ექიმის ჩამოყვანა.

"როგორ უნდა გაიგოს მინისტრმა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ექსპერტებს ექსპერტიზას არ ჩაატარებინებს და ექიმებს თავს არ გაასინჯვინებს, მე არ მესმის. თუმცა ჯვარი წერია და თუ ისე დამძიმდა, რომ აუცილებელი იყო სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევა, კანონის ფარგლებში ამ დახმარებას აღმოუჩენენ, ალბათ, თუმცა, არ ვიცი, ეს მდგომარეობა არის თუ არა. თუ უცხოელი ექსპერტი დადებს დასკვნას, რომ საქართველოს არცერთ სამედიცინო დაწესებულებას და არცერთ ექიმს არ შეუძლია მისი მკურნალობა, ( არ მგონია ბუნებაში ასეთი რამ მოსალოდნელი იყოს) ამის შემდეგ დადგება კითხვა, კანონის ფარგლებში შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება (გადაყვანა საზღვარგარეთ) თუ არ არის, რატი ბრეგაძემ გაგცათ ამაზე პასუხი, რომ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ მკურნალობა შეუძლებელია. კანონი რასაც გვეუბნება ისე მოხდება.

მერამდენე სეზონია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მინიმუმ ათი სერია აქვს ხოლმე და დაახლოებით მეექვსე სეზონია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დიდი კამპანიის წარმოების, პენიტენციური სისტემა არსებობს იმისთვის, რომ თუ ეს რეალურად დგას დღის წესრიგში და რეალური პრობლემა თუ აქვს პატიმარს, მიხედოს, მიხედავენ", - განაცხადა დავითულიანმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს