„ლელოს“ ლიდერებს უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში - ანდრეი კასიანოვმა მადლობის სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"უკრაინა იბრძვის მთელი მსოფლიოს თავისუფლების დასაცავად.

ქართველი ერი და არა მცირე ჯგუფი კოლაბორაციონისტებისა, დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ამ ომში გაიმარჯვებს უკრაინა, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება რუსეთის იმპერიას.

დიდი მადლობა უკრაინელ ხალხს ამ მამაცობისთვის. ჩვენ ვიდექით და ბოლომდე ვიდგებით თქვენს გვერდით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს იქნება ბოლო ომი ევროპაში.

„ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით და აგრესორის დამარცხებით. ეს ბრძოლა არის ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა”, - დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო