ბექა ლილუაშვილი -„ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ - ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია

„ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის წევრმა“ ბექა ლილუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ აღნიშნა, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც „წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის“ - ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტიკური იერსახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ჯანსაღი და მას აქვს სერიოზული პრობლემები. როდესაც იუსტიციის მინისტრი მიზეზად სამართლებრივ ასპექტებს ასახელებს, თითქოს მათ არ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყონ, ან მოახდინონ მისი გადაყვანა, ეს ნიუანსები უსაფუძვლოა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს მოსამართლესთან და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინოს მკურნალობის მიზნით სასჯელის დროებით შეჩერება, გადაყვანა საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრუნება. ეს არის ისეთი მიზეზები, რომელიც ემსახურება მეტი დროის მოგებას. ამ თემაზე სპეკულაციის სივრცე სპეციალურად არის დატოვებული, იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება გადავიდეს სხვა თემებზე. სხვა შემთხვევაში გაუგებარია სახელმწიფოს, რატომ უნდა აწყობდეს ასეთი სივრცის დატოვება, მაშინ როდესაც ყველა ინსტრუმენტი აქვს, იმისთვის, რომ მსგავსი სპეკულაციების სივრცე შეზღუდოს.

მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლება რამე განსხვავებულს აკეთებდა? „ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო ? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ. შედეგობრივად მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. მგონია, რომ ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტიკური იერსახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო