შს მინისტრი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე საბერძნეთის რესპუბლიკის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, პანაგიოტის სიმეონიდისი და თავდაცვის ატაშე, ვასილეიოს ლაგოგიანისი ესწრებოდნენ.

„მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის როლს ხაზი გაუსვეს. შეხვედრაზე ასევე, საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაში ბერძნული მხარის მნიშვნელოვანი როლი აღინიშნა.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩსა და ატაშეებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო