ადვოკატი - დღეს ან ხვალ სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას - სამედიცინო დასკვნაში ჩამოთვლილია ის მძიმე დაავადებები, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები დღეს ან ხვალ, სასამართლოს, ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების და სასჯელის გადავადების შუამდგომლობებით მიმართავს.

მისივე თქმით, უფლებადამცველები სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მის სამედიცინო დასკვნაში არის რამდენიმე ისეთი მძიმე დაავადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შალვა ხაჭაპურიძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივ, ან სრულად გასაჯაროებას არ გამორიცხავს.

„შუამდგომლობა გამზადდება. დღეს, ან მაქსიმუმ ხვალ სასამართლოს მივმართავთ. გავეცანით დასკვნას და ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას, იმიტომ, რომ სამედიცინო დასკვნაში არის ჩამოთვლილი ის მძიმე დაავადებები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ასეთი დაახლოებით, სამი დაავადებაა. ორივე შუამდგომლობა იქნება მითითებული. ამის პრაქტიკა არსებობს,“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო