ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა - SARAS-მა აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Nexia TA-მ, საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით, ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტებით, რომელიც საკუთარი შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულებას გულისხმობს, წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ. მათ შორისაა Nexia TA, რომლის წლიურმა შემოსავალმა, 2021 წლის მონაცემებით, მხოლოდ ბუღალტრული მომსახურების მიმართულებით 3.5 მლნ-ს მიაღწია.
„აღნიშნული ანგარიშების გამოქვეყნება კერძო სექტორის გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც იცით, ბუღალტერია Nexia TA-სთვის უმსხვილესი მიმართულებაა, რომელიც 250-მდე კლიენტსა და 150 პროფესიონალს აერთიანებს. მიმართულების გაძლიერებასა და კლიენტი კომპანიების მუდმივ ზრდას, რა თქმა უნდა, განაპირობებს მომსახურების ფართო სპექტრი, მაღალი ხარისხი და ძლიერი გუნდი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინთეზით ქმნის ყველა პირობას კომპანიების გამოწვევების ეფექტურად მართვისა და გადაჭრისთვის. ბუღალტერიის მოწესრიგებით ჩვენს კლიენტ კომპანიებს ვეხმარებით, რომ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის შესახებ და შედეგად, ციფრებზე დაყრდნობით მიიღონ სწორი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კომპანიის განვითარებისთვის“ – Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი, დავით ლომიძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ძირითადი სეგმენტი ბუღალტერიაშიც, ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებაში იყო და რჩება მსხვილი ბიზნესი. თუმცა SME სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ბოლო 2 წელია Nexia TA-მ ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი, სტანდარტული ბუღალტრული სერვისისგან დამოუკიდებელი ბიზნეს კონცეფცია ჩამოაყალიბა და მცირე და საშუალო ბიზნესს პროექტი „ბუღალტერია მარტივად“ შესთავაზა. აღნიშნული პროექტით SME სექტორი შეძლებს მასზე მორგებული, მცირე ბიუჯეტით მიიღოს საერთაშორისო დონის სერვისებზე წვდომა და სრული ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება.
“პროექტში ჩართვა ნებისმიერ დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია, იქნება ეს უბნის მაღაზია, სილამაზის სალონი, საცხობი, ავტოსამრეცხაო, სასტუმრო, კაფე-რესტორანი თუ ნებისმიერი სხვა. ბიზნესისთვის ეს თანამშრომლობა ბევრი ასპექტით არის მომგებიანი, თუმცა, უმთავრესი ბენეფიტი არის მაღალი ხარისხის საერთაშორისო დონის მომსახურების მიღება და სერვისებზე წვდომა, შეღავათიან ფასად, კომპანიაზე მორგებული ბიუჯეტით – Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი, პროექტის ავტორი, გელა მღებრიშვილი.
„ნექსიას“ პარტნიორების თქმით, წინ კიდევ ბევრი სიახლე და ამბიციური გეგმაა, რომლის მიზანიც, მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება და მხარდაჭერაა.
(R)