ადვოკატები „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე მსჯავრდებულ გრიგოლ დოჩიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გაასაჩივრებენ

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე მსჯავრდებულ გრიგოლ დოჩიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ადვოკატები გაასაჩივრებენ.

როგორც დოჩიას ადვოკატი, გოგა ბოგვერაძე განმარტავს, განაჩენი უკანონოა.

"სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარემ სასამართლო პროცესებზე დაამტკიცა, რომ ბრალდებული დაცვით მდგომარეობაში, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოეტანა. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ბრალდებულის სურვილი იყო, აღნიშნული საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, თუმცა, ბრალდების მხარემ მუხლი ამოიღო და ბრალდებულს ეს უფლება წაართვა. მას სამართლიანი სასამართლოს უფლებაც წაერთვა. გადაწყვეტილებას დაცვის მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს უკანონობის და დაუსაბუთებლობის გამო",- განაცხადა ბოგვერაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გრიგოლ დოჩიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს "დირსთან" მოხდა. შელაპარაკება მკვლელობითა და დაჭრით დასრულდა. სამართალდამცავებმა 38 წელის მამაკაცი, გრიგოლ დოჩია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგადაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი - არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა. 2 დაჭრილი და გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან, მეოთხე პირი კი, მეზობელია. დოჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე მაწილის "ბ"და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის და ორზე მეტი პირის მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა