ირაკლი კობახიძე - საოცრებაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება

საოცრებაა, რაც ამ პოლიტიკურ პარტიაში („ნაციონალურ მოძრაობაში“) ხდება - მთავარია, საზოგადოებამ მხედველობიდან არ გაუშვას და დააკვირდეს, თუ რამდენად წარმოუდგენლად უინტელექტო შემადგენლობაა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში შეკრებილი,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ებრძვიან და მისთვის საინტერესო არაა ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე.

„ ერთმანეთზე საოცარი კანდიდატები ჰყავთ წარდგენილი. ხაბეიშვილი, მელია, მუმლაძე, ამას დაემატა ჭიაბერაშვილი. საოცრებაა, რაც ხდება ამ პოლიტიკურ პარტიაში (ნაციონალურ მოძრაობაში). მთავარია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ მხედველობიდან არ გაუშვას და დააკვირდეს, თუ რამდენად წარმოუდგენლად უინტელექტო შემადგენლობაა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში შეკრებილი. არის ფული და შიდა ძალაუფლება. გარე ძალაუფლებისთვის ვეღარ იბრძვიან. ქვეყნის ძალაუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვთ, აქედან გამომდინარე მიდის ბრძოლა და დაპირისპირება შიდა ძალაუფლებისთვის. ანუ ჩვენ ვერაფერი გვიქნეს და ახლა ერთმანეთს ებრძვიან და უპირისპირდებიან. მეორე საკითხია ფული. სააკაშვილის, კეზერაშვილის ფულისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და ალბათ გაგრძელდება ეს ბრძოლა. საინტერესო არაა ვინ გაიმარჯვებს, ოდიოზურები და უინტელექტოები არიან კანდიდატები. ყველა ფორმალური თავმჯდომარე იქნება. საინტერესო არ არის ეს პროცესი“,- აღნიშნავს კობახიძე.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა