ანნა ფოტიგა - ქართველები კორუფციულმა მაფიამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს

ვიცით, რომ ქართველებს აქვთ სახელმწიფოებრიობის ათასობით წლიანი ფანტასტიკური ისტორია და ტრადიცია და ისინი კორუფციულმა მაფიამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს, მოდით, ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის მაფიამ, რომელიც ომის დანაშაულებს სჩადის უკრაინაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული ღონისძიების, „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ოლიგარქიის როლი თანამედროვე საქართველოში, ყურადღება გავამახვილეთ რუსულ კავშირებზე და ყველაფერი ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის კონტექსტში, ჩვენ ასევე გვსურდა საქართველოს მომავლის განხილვა, საქართველოს პერსპექტივები.
ვიცით, რომ ქართველებს აქვთ სახელმწიფოებრიობის ათასობით წლიანი ფანტასტიკური ისტორია და ტრადიცია და ისინი კორუფციულმა მაფიამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს, მოდით, ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის მაფიამ, რომელიც ომის დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. ქართველებს ასევე აქვთ მეგობრების მხარდაჭერის დაუჯერებელი ტრადიცია. ისინი იბრძოდნენ პოლონელების დამოუკიდებლობისთვის. ყველას გვახსოვს მათი წვლილი ვარშავის ამბოხებაში. ქართველები მაშინ პოლონელებთან ერთად იბრძოდნენ. ახლა ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას. ისინი იბრძვიან საერთაშორისო საბრძოლო ჯარებთან, სხვა ერების გვერდით. სხვათაშორის, იქ იბრძვიან ბელარუსებიც და რუსებიც იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ სასტიკ შეჭრას. ვუსურვებთ საქართველოს ყველაფერს საუკეთესოს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქართველების ჭეშმარიტ სურვილს, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ სივრცეს რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა ფოტიგამ.

























