ანა დოლიძე მოუწოდებს ოპოზიციას, შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის

როდესაც, რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელყოფილია, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას აყენებს - არაერთხელ გამტყუნდა სტრასბურგში სააკაშვილის ხელისუფლება ციხეებში მომხდარი სხვადასხვა ტიპის ვითომდა თვითმკვლელობების და თვითდაზიანების გამო, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც დოლიძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ ხაზს, რომ თუ ადამიანი ციხეში მოხვდება, მისი ბედი უცნობია.

"რაც უფრო დიდხანს იქნება მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პიროვნებაზე საუბარი, როდესაც ის არის ავად, ციხეში, გარეთ, ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. შევხედოთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, პრემიერის მიმართვის 70% ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეთმობა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული უნდა იყოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. როდესაც, რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხელყოფილია, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას აყენებს. ამ საქმეების გამო, თავის დროზე არაერთხელ გამტყუნდა სტრასბურგში სააკაშვილის ხელისუფლება ციხეებში მომხდარი სხვადასხვა ტიპის ვითომდა თვითმკვლელობების და თვითდაზიანების გამო. ეს ის ხაზია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს. ის პოლიტიკა, რომ თუ ადამიანი ციხეში მოხვდება ფაქტობრივად მისი ბედი უცნობია. მის სხეულს და სულს ხელისუფლება აკონტროლებს და ის აგებს პასუხს“,-აღნიშნავს დოლიძე.

ანა დოლიძე მოუწოდებს ოპოზიციას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.

„თუ მიხეილ სააკაშვილს არ აძლევს უფლებას საავადმყოფო, რომ დაესწროს საკუთარ სასამართლო სხდომას და სამართლიანი სასამართლოს უფლება ერღვევა, რა ვიცით ჩვენ რამდენ პატიმარს შეიძლება ერღვეოდეს ეს უფლება.

შეიძლება სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს და ბაყბაყდევივით ჩავუგდებთ „ვივამედს“, თუ რომელიმე სხვა სამედიცინო ორგანიზაციას, პენიტენციურ დეპარტამენტს და ვერ გავიგებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას?

საქართველოს მოსახლეობის ინტერესია გავიგოთ, რა ხდება ციხეში, ადამიანი როდესაც ციხეშია ისეთ პირობებს ვუქმნით, რომ უნდა მოკვდეს? დასვან საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს იქნებოდა ბერკეტი გაგვეგო, თუ რა ხდება სააკაშვილთან მიმართებაში, სააკაშვილთან, როგორც პატიმართან მიმართებაში და სხვა პატიმრებთან მიმართებაში“,- აღნიშნავს დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო