ჩანგპენგ ჟაო - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს შესახებ

მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ჩანგპენგ ჟაო წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს.

„დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე“, - აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება