შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურის განახლების, სანაპირო დაცვის ოპერატიული გაძლიერების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდული და მიზნობრივი სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ, ქერენ ჩეისონმა მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, როგორც სექტორების მშენებლობის, ასევე, ექსპერტული დახმარების გზით.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა EXBS-ის ხელმძღვანელს წლების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება