გიორგი ტყემალაძე - ჩვენი სურვილია, მსოფლიოს ყველა ქალაქი და მათ შორის, თბილისი, იყოს მშვიდობის ქალაქი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ ჩვენს ძმებთან, უკრაინაში მშვიდობა იყოს. ყოვლად მიუღებელია ის ბრალდებები, რაც ისმის ჩვენი ოპონენტებისგან. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი სწორედ ეს არის, რომ ჩვენი დედაქალაქი მშვიდობის ქალაქი იყოს“ - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ზოგადად საახალწლო სლოგანი სურვილების ასრულებასთან ასოცირდება, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება კი ყველა ჩვენი თანამოქალაქის სურვილია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს არის ჩვენი საახალწლო გზავნილი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი